ბიჭი ვანიდან – რატომ დააკავეს საბა მეფარიშვილი

“საბას სასამართლოზეც ეტყობოდა, რომ დაზიანებები ჰქონდა სახის არეში, გასაუბრების შემდეგ გვითხრა, რომ ფეხებშიც ურტყამდნენ. ის მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი ფეხი სტკიოდა და იქ არ დაერტყათ, მაგრამ პირიქით, როდესაც ის მიუთითებდა-ეს ფეხი მტკივა და აქ ნუ მირტყამთ, პირიქით, უფრო სისასტიკით ამ ლოკაციაზე ურტყამდნენ” – ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი ანა გახოკიძე, რომელიც საბა მეფარიშვილს ინტერესებს იცავს. საბა მეფარიშვილი პოლიციამ 16 მაისს აქციაზე […]

6 წელი ჯებირის დაზიანებისთვის

ინტერვიუ გიორგი ოკრიბელაშვილთან 16 მაისს 05:30 საათზე პოლიციამ დააკავა 19 წლის ახალგაზრდა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების მოტივით, რომლის ღირებულებაც პროკურატურისვე შეფასებით დაახლოებით 400 ლარია. დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილია, მან დაკავებამდე რამდენადმე დღით ადრე დაასრულა სავალდებულო სამხედრო სამსახური. გადაცემა “სათვალის” სტუმარია ომარ ოკრიბელაშვილის მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი.

უჩა აბაშიძის საქმე – ინტერვიუ შოთა თუთბერიძესთან

ჩვენ უჩა აბაშიძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარისთვის პროკურატურასაც დაუკავშირდით. მათ 12 მაისს გამოქვეყნებული მასალის გამოყენება გვირჩიეს და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე პროკურორი დამატებით განმარტებას არ გააკეთებდა. რა არის ახალი უჩა აბაშიძის საქმეში?

ინტერვიუ სატრანსპორტო რკინიგზის კოლეჯის დირექტორთან

ამერიკის მთავრობის დახმარებით საქართველოს მთავრობა უკვე 30 წელია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ამ პროექტებს შორის არის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროგრამები. შეიძლება არც კი იცოდით, მაგალითად, სამტრედიასა და თეთრიწყაროში, რომ ამ კოლეჯის ჰიბრიდული პროგრამებია გახსნილი სწორედ ამერიკის მთავრობის, USAID-ის დაფინანსებით მოქმედებს.

ინტერვიუ რუმინეთის ელჩთან

რას ფიქრობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც 30 წელია მილიონობით ევროს აძლევენ საქართველოს მთავრობას, აფინანსებენ მათ განათლებას, საზღვარგარეთ ვიზიტებს და სწავლას? ვიდრე ქართული ოცნება სულ უფრო რუსეთს ემსგავსება და ევროკავშირის დოკუმენტებს ჩალის ფასის მქონეს უწოდებს, ევროკავშირი კვლავ უძღები შვილის დაბრუნების მოლოდინში მოთმინებით ახსენებს მათ, რომ უვიზო მგზავრობა ევროპაში და ამ რეჟიმის კრიტერიუმები შესამოწმებელია. რეზოლუციაში ივანიშვილი და სანქციებიც ერთიან წინადადებაში გაჟღერდა. გთავაზობთ […]