მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ხარაგაულის 2 სოფლიდან მოსახლეობა გაიყვანეს – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როგორი კოორდინაცია მოგვცემდა მეტ ეფექტს? სად გვაქვს კრიტიკული სისუსტე? რას ვაკეთებთ და რას ვერ ვაკეთებთ სწორად?
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ამ 2 სოფელში მიწა რამდენიმე ადგილას რამდენიმე სანტიმეტრით გაიხსნა, შესაბამისი ვიდეომასალა ადგილობრივებმა 28 ივნისს სოციალურ მედიაში გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მალევე ხარაგაულის მუნიციპალირეტის მერიამ მედიასაშულებებთან გააგზავნა პრესრელიზი, რომლითაც გვაცნობა, სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა […]