სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა – მედიაომბუდსმენი
მედია ომბუდსმენის ცნობით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა. 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას, ორგანიზაციამ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას. ორგანიზაციის ცნობით, 28 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში: სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა „TV პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას. სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ლიკა […]