ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის შემცველ ზარებზე
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების საქმე პროკურატურას გადასცა – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. უწყება ამბობს, რომ მოქალაქეებთან სატელეფონო ზარით დაკავშირება ერთგვაროვანი მეთოდის, სიხშირის და მასშტაბურობის გამოყენებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს. “გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების […]