IRI -ის კვლევა – გამოკითხულთა 30 % თვლიის, რომ გასული წლის განმავლობაში მედიის დამოუკიდებლობა გააუარესდა
კითხვაზე გაუმჯობესდა თუ გაუარესდა გასული წლის განმავლობაში მედიის დამოუკიდებლობა?
27 % თვლის რომ გაუმჯობესდა;
39 -არც გაუმჯობესდა და არც გაუარესდა;
30% -გაუარესდა;
4 % – უარი პასუხზე.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა, 70 % ყოველდღიური ინფორმაციის მისაღებად სოციალურ მედიას და ინტერნეტს იყენებს.
სოციალურ მედიებს შორის, გამოკითხულთა 96% ყველაზე ხშირად ფეისბუქს იყენებს, ინსტაგრამს 26%, ტიკ-ტოკს 17%.
რაც შეეხება ტელევიზიებს, კითხვაზე, „რომელი ტელევიზიის საინფორმაციოს, პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად“, პასუხები ასე განაწილდა:
- იმედი – 28% [მეორე არჩევანი 7%]
- მთავარი არხი – 14% [მეორე არჩევანი 9%]
- TV პირველი – 11% [მეორე არჩევანი 13%]
- რუსთავი 2 – 9% [მეორე არჩევანი 17%]
- ფორმულა – 3% [მეორე არჩევანი 5%]
- საზოგადოებრივი მაუწყებელი – 3% [მეორე არჩევანი 3%]
- პალიტრა – <1% [მეორე არჩევანი <1%]
- ობიექტივი – <1% [მეორე არჩევანი 2%]
- პოსტვ – <1% [მეორე არჩევანი 2%]
- ალტ ინფო – <1% [მეორე არჩევანი 1%]
- სხვა – 4% [მეორე არჩევანი 6%]
- არც ერთი – 23%.
————
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხულტა სახლებში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.