EU4IM საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ფოკუსირებულ პროექტებს 100,000 ევრომდე თანხით დააფინანსებს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4 Independent Media [„ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“], საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდამჭერ პროგრამას იწყებს. ინიციატივის მიზანი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებზე ეფექტიანი და გავლენის მომხდენი გამოძიებების ჩატარების ხელშეწყობაა.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში განხორციელდება.
გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება საგამოძიებო პროექტები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ამ და სხვა თემებს:
- კორუფცია და ფინანსური დანაშაული;
- ორგანიზებული დანაშაული;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
- დემოკრატია და ადამიანის უფლებები;
- გარემო და კლიმატის ცვლილება;
- ჯანდაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები – კონკურსი ღიაა :
- ლეგალურად რეგისტრირებული მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებიც მაუწყებლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნებისმიერი ქვეყნის აუდიტორიისათვის — მათ შორის იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან, ქვეყნის გარეთ იმუშაონ;
- ჟურნალისტებისა და პრესის თავისუფლებისთვის მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციებისთვის;
- კონტენტის მწარმოებელი დამოუკიდებელი კომპანიებისთვის;
- ჟურნალისტების/კონტენტის მწარმოებელი გუნდებისთვის, რომლებიც ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის სახელით მუშაობენ.
როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?
დაინტერესების შემთხვევაში, განაცხადი უნდა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმით. თითოეული პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ევროს შეადგენს და განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 9 ივლისი.
ასევე, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საგამოძიებო ჟურნალისტური გამოცდილების დამადასტურებელი მასალები, უნდა ჰქონდეს მოქმედი ეთიკის კოდექსი ან სარედაქციო წესები და ნორმები. შესაბამისობის კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
განაცხადის შევსებისას გაჩენილი ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გაგზავნოთ მეილზე: support.eu4im@dt-global.com
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები
დახურვის თარიღი:
ივლისი 9, 2023
შესაძლებლობის ტიპი
საპროექტო წინადადებების მიღება