CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან (JRC) თანამშრომლობით, ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვევს ახალგაზრდობის თემატიკაზე, კერძოდ კი ახალგაზრდებს შორის ე.წ. NEET ჯგუფის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ფოკუსირებულია NEET ახალგაზრდებზე, რაც გავრცელებული განმარტებით, ახალგაზრდების ისეთი ჯგუფია, რომელიც არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას, და, ზოგადად, არ არის აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული. საქართველოში, პანდემიამდელი კვლევის მიხედვით,...