FACT/FAKE
<strong>ბებო მოლდოვიდან თუ უკრაინიდან, რატომ ჭრის ის სკამს? </strong>

ბებო მოლდოვიდან თუ უკრაინიდან, რატომ ჭრის ის სკამს? 

“მოლდოვაში გაზის დეფიციტიდან გამომდინარე ზამთრისათვის შეშის მოგროვების მიზნით ხალხმა სკვერებში სკამების დაჭრა დაიწყო ” – ამ აღწერით გაავრცელა ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებლემა ჯორდანო ბრუნომ. 

youtube-ზე ამ შემთხვევის შესახებ მასალა 2021 წლის 20 ივლისს გავიდა ეთერში. სიუჟეტის მიხედვით შემთხვევა არა მოლდოვაში, არამედ უკრაინაში, კერძოდ კიევში მოხდა. 

ისტორია კი რის გამოც ასაკოვანი ქალი სკამს ხელის ხერხით ჭრის ასეთია: 

ქალმა სკამის დაჭრა იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ მისი ბინის ფანჯრების ქვეშ  ახალგაზრდების შეკრებით და ხმაური აღარ ყოფილიყო. 

ამბის უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ ეს ვიდეოც ნახოთ. 

ასევე, TinEye მიხდვით, ამ შემთხვევის ამსახველი პირველი ფოტო ინტერნეტსივრცეში 2021 წლის 22 ივლისით თარიღდება. 

რუსული და პრორუსული მედია აქტიურად ცდილობს შექმნას მანიპულაციური სურათი, რომ რუსული გაზის გარეშე ევროპის ქვეყნები სიცივისთვისაა განწირული.