ჩინეთი და საქართველო – ინტერვიუ თინა ხი

30 წელზე მეტია საქართველოს ჩინეთთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, 2018 წლიდან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ, საქართველო არის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი, საქართველო იზიარებს და მხარს უჭერს ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივას. რატომ არ იყო ეს საკმარისი თუნდაც შუა დერეფნის კონცეფციისთვის, რომელიც ერთგვარი ალტერნატივაა ჩრდილოეთის დერეფნისა?

  • რატომ გახდა ახლა, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება ჩინეთთან სასურველი და საჭირო?
  • ვის რა უთხრა საქართველომ ამ გადაწყვეტილებით
  • და საკუთრივ ჩინეთს რაში დასჭირდა დიპლომატიური ურთიერთობების სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტით გამყარება? თინა ხიდაშელი, საქართველოს ერთადერთი ქალი თავდაცვის მინისტრი, უკვე ყოფილი და ახლა ანალიტიკური ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი და თავმჯდომარე“ გვეხმარება გავერკვეთ საქართველოს მთავრობის ჩინეთში ვიზიტით გამოწვეულ კითხვებში.