შედგა თუ არა შეთანხმება კიევსა და იუნესკოს შორის პეჩერსკის ლავრიდან სიწმინდეების ევროკავშირში გადატანაზე ?
“არც ერთი სიწმინდე არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას” – ეს განცხადება უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ 26 ივნისს გაავრცელა.
რა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული მედია?
“კიევი და იუნესკო შეთანხმდნენ კიევის პეჩერსკის ლავრიდან სიწმინდეების ევროკავშირში გადატანაზე” – ნიუსები ამ და მსგავსი სათაურებით გაავრცელა Tass – მა , sputnik-მა და სხვა არაერთმა პროპაგანდისტულმა გვერდმა გაავრცელა. გამოქვეყნებული ინფორმაციით ისინი ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე – SVR დაყრდნობით წერდნენ.
მასალებში ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინასა და იუნესკოს შორის მსგავსი შეთანხმება კიევის ფაშისტურ სახეს აჩვენებს.

რას წერს უკრაინის კულტურის მინისტრი?
“ერთადერთი ამოცანა, რომელიც ახლა გვაქვს ლავრასთან დაკავშირებით, არის მისი დაცვა რუსული ზომებისგან. საბოლოოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი უკრაინული წმინდა ნაწილები ადგილზეა. არც ერთი სიწმინდე არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას. და ყველაფერი რუსეთის მიერ მოპარული უნდა დაბრუნდეს.” – ეს განცხადებაა გაავრცელა კულტურის მინისტრმა სოციალურ ქსელში და თან დაურთო სქრინი, სადაც Tass -ი “უკრაინისა და იუნესკოს შეთანხმებაზე წერს”.

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო ვიდეო მიმართვა, სადაც მან თქვა: ”
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ლავრაში გაისმა და კვლავაც გაჟღერდება გულწრფელი ლოცვა უკრაინისთვის და რომ ეს ლავრა არასოდეს გახდება სხვისი. უკრაინის დამოუკიდებლობა ყველა ასპექტში უნდა იყოს ძლიერი და ასეც იქნება. თქვენ და ჩვენ გავაკეთებთ ამას” .
იუნესკოს ოფიციალურ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. JRC -იმ ინფორმაციის დასაზუსტებლად იუნესკოს წერილით მიმართა მათგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
რატომ იყო დაკეტილი კიევ-პეჩორის ლავრა და რატომ მიმდინარეობდა იქ საგამოძიებო სამუშაოები?
2022 წლის 22 ნოემბერს უკრაინის უშიშროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებები ჩატარდა, რათა არ მომხდარიყო ლავრის „რუსული სამყაროს ცენტრად“ გამოყენება.
” რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში. ასე რომ, ეს ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ: თავიდან აიცილოს ლავრის გამოყენება „რუსული მშვიდობის“ ცენტრად” . – წერია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ამ პერიოდში აღნიშნული გამოძიების პარალელურად სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის არაერთი დეზინფორმაციული მასალა ვრცელდებოდა.