ფიშინგი და ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება

აქტიურად იყენებთ ელექტრონულ ფოსტას და გსურთ თავი დაიცვათ ისეთი შეტევებისაგან, როგორიცაა – ფიშინგი, ვიშინგი, სმიშინგი, ბეითინგი, ადევნება და დაშინება? წარმოგიდგენთ მორიგ ვიდეო ტუტორიალს სოციალური ინჟინერიისა და ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების შესახებ.

აღნიშნული ტუტორიალი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (#CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-ტუტორიალები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.

საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

Leave a Comment