უსაფრთხო სახლის კონცეფცია
თუ თქვენს უმეტეს დროს სახლში ატარებთ და აქტიურად იყენებთ ინტერნეტ სერვისებს, წარმოგიდგენთ მორიგ ვიდეოს და გთავაზობთ მნიშვნელოვან რჩევებს თანამედროვე სახლის კიბერუსაფრთხო გარემოდ გადასაქცევად.
აღნიშნული ტუტორიალი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (#CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-ტუტორიალები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.
საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.