უსაფრთხოდ ონლაინ – პროექტის შეჯამება მარიამ თოხაძესთან ერთად
კიბერბულინგი, დოქსინგი, უსაფრთხო სახლის კონცეფცია, დაცული უსადენო ინტერნეტკავშირი, კიბერშეტევები და კიდევ ბევრი სხვა რამ – ონლაინ ცხოვრების და ქცევის დაცულობა ცოდნას და ახალ უნარებს მოითხოვს.
„ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს შეიქმნა სასწავლო ვიდეოების სერია, რომელიც მარტივად ხსნის რისკებს და მათთან გამკლავების გზებს. აღნიშნული ვიდეოები საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში JRC-ის ჩართულობით მომზადებული ვიდეო-ტუტორიალები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე და საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდა. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.
ვიდეოები სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
პროექტზე ვრცლად მარიამ თოხაძე GCSD-ის დირექტორი საუბრობს.