„თანამედროვე დეზინფორმაციის გამოწვევები უცხოური სამხედრო ძალის ყოფნის პირობებში“- ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის
„თანამედროვე დეზინფორმაციის გამოწვევები უცხოური სამხედრო ძალის ყოფნის პირობებში“ – ამ სახელწოდებით მართავს ტრენინგს პოლიტიკისა და მენეჯმენტის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG, CRI – Civic Resilience Initiative-თან თანამშრომლობით.
პროექტი საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
- დეზინფორმაციის თანამედროვე გამოწვევები უცხოურ სამხედრო ძალის ყოფნის პირობებში-დეზინფორმაციის წყაროები და სამიზნეები;
- ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და მასთან გამკლავების ეფექტური გზები;
- წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის მეთოდები.
ტრენინგზე დასწრება უნდა დაადასტუროთ არაუგვიანეს 20 ივნისისა შემდეგ მეილზე – k.gurgenidze@pmcginernational.com.
მეილში უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი ორგანიზაციის სახელი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ტრენინგი ჩატარდება 23 ივნისს 10:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდმარიოტი თბილისი“.