ტელეკომპანია ბორჯომი – #მედიადანდობა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელი ტაბაწყური ზღვის დონიდან 2 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მის თემში შემავალ 4 სოფელს ბორჯომამდე 60 კილომეტრი აშორებს. ადგილობრივებისთვის წლების განმავლობაში ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩამოსვლა პრობლემა იყო. ადგილობრივი მედიის ჩართულობით კი დღესდღეობით სოფელს ტრანსპორტი ემსახურება, თანაც უფასოდ.

მასალა მომზადებულია ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში “მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად”, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.