სოციალურ ქსელში სულაკაურის გამომცემლობის გაყალბებული ლოგო ვრცელდება

მაკდონალდსის შედეგ ჰომოფობიური კამპანია ახლა უკვე  გამომცემლობა სულაკაურზეც დაიწყო. 

ჰომოფობიური აღწერით – ” სულაკაურის გამომცემლობა აღარ მალავს გეობას” გაყალბებულ სურათს ფეისბუქ გვერდზე სოციალური ქსელის მომხმარებელი ფანტინა ფანტინა ავრცელებს.

გაყალბებულ ფოტოზე გამომცემლობის ლოგოს ქვემოთ ვხედავთ წარწერას – LGBT. სულაკაურის გამომცემლობამ ჩვენთან საუბარისას დაადასტურა, რომ მათ ლოგოზე წარწერა არაა და ფოტო კუსტარულადა აწყობილი.

ჰომოფობიური კამპანია მაკდონალდსის წინააღმდეგ

ჰომოფობიური კამპანია უკვე ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება მაკდონალდსის და თემურ ჭყონიას წინააღმდეგ, მაკდონალდსის სასაჩუქრე წიგნის გამო. კერძოდ, წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვება, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთ გამოცემაში კი საუბარია მომღერალ ელტონ ჯონზე და წერია შემდეგი: „დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“. 

ამ თემაზე ჰომოფობიური განცხადებები ვრცელდება სახელისუფლებო წარმომადგენლების მხრიდანაც.