სოციალურ ქსელში დედამიწასთან მთვარის მიახლოების გრაფიკულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ რამდნიმეწამიანი ვიდეოში, სადაც გიგანტური მთვარე ჩანს, რეალურად გრაფიკულად დამონტაჟებულია. ვიდეოს სოციალურ ქსელში ათასობით მომხმარებელმა გააზიარა, ვიდეო გავრცელდა ქართულ აუდიტორიაში. მათი მტკიცებით, კადრი არქტიკულ წრეშია გადაღებული და მზის დაბნელებას ასახავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ვიდეო ალექსეი პატრევის ეკუთვნის და მსგავსი ტიპის კონტენტს ის ხშირად ავრცელებს.

ასევე ვიდეოში ასახული ლანდშაფტი არ შეესაბამება ავტორების მიერ დასახელებული ლოკაციისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ გარემო პირობებს.

კერძოდ, ვიდეოში ვრცელ მდელოებს და ბალახს ვხედავთ, ჩრდილოეთ პოლუსზე კი მიწა საერთოდ არ არის.

Leave a Comment