სოციალური ქსელის უსაფრთხო გამოყენება

CRC წარმოგიდგენთ რიგით მეორე ვიდეოს სოციალური ქსელის უსაფრთხო გამოყენების შესახებ და გთავაზობთ ათ რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ სოციალური ქსელებით უსაფრთხო სარგებლობისათვის.

აღნიშნული ვიდეორგოლი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (#CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით დაიწყო.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი-ის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.

საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

Leave a Comment