სარედაქციო სახელმძღვანელოები ჟურნალისტიკის სტანდარტების ასამაღლებლად – ტრენინგი მედიაორგანიზაციებისთვის
ზუსტი, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქებისთვის – ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის პროექტის ფარგლებში სარედაქციო სახელმძღვანელოები [ editorial guidelines] შეიქმნა.
გზამკვლევის მიზანია ხელი შეუწყოს მედიებს მოიპოვოს აუდიტორიის ნდობა და მიაწოდოს მას თანმიმდევრული ინფორმაცია. საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციებისთვის გზამკვლევის ქართულ ვერსიას ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ამუშავებს.

გზამკვლევის მედიებში დასანერგად JRC მედიებს ტრენინგ კურსის ჩატარებას სთავაზობს, რომელსაც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი გაუძღვება.
ტრენინგს გავლის სურვილის შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jrcgeorgia@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 694 102 – ნატალი ნემსაძე.