საგამოძიებო ჟურნალისტიკის საგრანტო პროგრამა – ხშირად დასმული კითხვები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4 Independent Media [„ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“], საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდამჭერ პროგრამას იწყებს.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ხშირად დასმული კითხვა, რომელიც ამ კონკურსს უკავშირდება:

1. რამდენ ქვეყანაში უნდა მუშაობდეს განმცხადებელი?

აპლიკანტები უნდა მოემსახურონ აუდიტორიას მინიმუმ 6 ბენეფიციარი ქვეყნიდან ერთ-ერთში და ასევე შესაძლებელია ორგანიზაცია/ჟურნალისტი მუშაობდეს ემიგრაციაში.

ბენეფიციარი ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლოდვა და უკრაინა.

2. როგორ ვადასტურებთ საგამოძიებო გამოცდილებას?

ონლაინ განაცხადის ფორმის შევსებისას, სადაც გუნდის წევრების CV -ები უნდა წარადგინოთ, გთხოვთ, გუნდის ლიდერის CV-ში დაამატოთ მინიმუმ 3 აქამდე მომზადებული გამოძიების ბმული.

3. შეუძლიათ თუ არა მონაწილეობის მიღება არაკომერციულ ორგანიზაციებს?

განცხადებები არაკომერციული ორგანიზაციების მიერ დასაშვებია, თუმცა ეს ორგანიზაციები უნდა მუშაობდნენ შემდეგ სფეროებში: გამოხატვის თავისუფლება, მედიის განვითარება, დამოუკიდებელი კონტენტის წარმოება ან იყოს პროფესიონალი ჟურნალისტური ასოციაცია და შინაარსს აქვეყნებდეს მინიმუმ ერთ პლატფორმაზე.

4. რამდენი ხანია წარმოების პერიოდი?

წარმოების პერიოდის მთლიანი ხანგრძლივობა კვლევის ჩათვლით არის 14 თვე.

5. შეუძლია თუ არა ერთ გამოცემას ერთზე მეტი გამოძიების წარდგენა?

ერთი გუნდიდან ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა დაშვებულია. თითოეული წინადადება შეფასდება მისი ხარისხის, გუნდის გამოცდილების ,ბიუჯეტისა და წარმოებისთვის გათვალისწინებული დროის მიხედვით.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გადმოგზავნა შეუძლიათ 9 ივლისამდე, პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ- EU4IM საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ფოკუსირებულ პროექტებს 100,000 ევრომდე თანხით დააფინანსებს