რუსული კიბერშეტევები საქართველოს წინააღმდეგ
საქართველო იყო პირველი ქვეყანა ისტორიაში, რომელიც 2008 წელს, სამხედრო აგრესიასთან ერთად, რუსული კიბერშეტევის სამიზნეც გახდა. ბოლო ათწლეულში, ქვეყნის წინაშე არსებული კიბერსაფრთხეთა უმეტესობაც სწორედ რუსეთიდან მომდინარეობს. გთავაზობთ მორიგ ვიდეოს საქართველოს წინააღმდეგ რუსული კიბერშეტევების შესახებ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-ტუტორიალები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.
საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.