IRI-ის კვლევით მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ რუსული კანონის მიზანი არასამთავრობოების და მედიის გაჩუმება იყო” 

“უცხოეთის გავლენის აგენტებზე კანონის მიზანი არასამთავრობოების და მედიის გაჩუმება იყო” –   ამ აზრს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ეთანხმება. [ 38% – სრულად, 18% – ნაწილობრივ] .

გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე ფიქრობს, რომ კანონის მიღება:

ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს;

42 % – სრულიად ეთანხმება, 18 % – ნაწილობრივ ეთანხმება, 7% ნაწილობრივ არ ეთანხმება , 15 სრულიად არ ეთანხმება. 

კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან დაახლოებდა.

38% – სრულად ეთანხმება, 18% – ნაწილობრივ ეთანხმება,  7% ნაწილობრივ არ ეთანხმება , 15% სრულად არ ეთანხმება. 

მოსაზრებას, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედიოდა გამოკითხულთა  მხოლოდ 23 % ეთანხმება. კერძოდ ამ კითხვაზე გამოკითხულთა პასუხი შემდეგნაირად ნაწილდება: 13-13%  ამ მოსაზრებას სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება. 10% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 40% – სრულდა. 26% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

——————-

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის  მიერ.  მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხულტა სახლებში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი შეადგენს  +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

Leave a Comment