რა ფორმით ითამაშებს აშშ-ის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში?
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით დავით ჯებაშვილი ამტკიცებს, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში აშშ-ის ეროვნული ნაკრები ფოტოზე ნაჩვენები ფორმით და ლოგოთი წარდგება.

ამ ფოტოთი ის მანიპულაციურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ახალ ფორმაზე ლგბტ(ქ) დროშის ფერებია დატანილი.
როგორ გამოიყურება რეალურად აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფორმა?
ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა და Nike-მა მამაკაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრებისთვის ახალი ფორმა 15 სექტემბერს წარადგინეს. ფეხბურთელები ახალ ფორმას 2023 წლამდე ატარებენ და მას გამოიყენებენ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზეც. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფორმის დიზაინი გამოხატავს შემდეგს:
საშინაო ფორმა – გადაწყვეტილია მარადიულ წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში, ამავდროულად შთააგონებს შეერთებული შტატების მრავალფეროვნებას და მემკვიდრეობას სპორტის, ლიგისა და ასოციაციის სხვადასხვა სახეობაში. მაისურზე გამოსახულია საკულტო უნიფორმის დიზაინის ნიშნები, რომლებიც გვხვდება მთელ ამერიკულ სპორტში, რათა აღინიშნოს აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის როლი, როგორც ლიდერი სპორტის კულტურის ჩამოყალიბებასა და გაერთიანებაში მთელი ერის მასშტაბით.
საგარეო ფორმა – აგებულია თამამ დიზაინზე, რომელიც ასევე აღნიშნავს მრავალფეროვნებას, ახალგაზრდობასა და ერთიანობას. ამერიკული მოდისა და ქუჩის ტანსაცმლის ინდუსტრიაში არსებული დიზაინის ტექნიკიდან შთაგონებით, Nike-ის დიზაინერების გუნდმა გამოიყენა უნიკალური ყინულის მოკვლის ტექნიკა, რათა შეექმნა ძლიერი, ახალგაზრდული პრინტი, რომელიც აცოცხლებს მაისურს.
მართალია დიზაინს, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს ვერ ვხედავთ, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკის ეროვნული ნაკრები ზოგადად მხარს უჭერს პრაიდს და ლგბტ(ქ) თემს ამის დასტურია, მაგალითად ეს პოსტიც.
