ჟურნალისტის ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე 1 პირი დააკავეს
„TV პირველის“ ჟურნალისტის ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე 1 პირი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
რა მოხდა?
TV პირველის ჟურნალისტის ნოდარ მელაძის თმით, მანქანიდან სამსახურებრივი მყარი მეხსიერების დისკი მოჰპარეს. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ აღნიშნული ძარცვის იმიტაციაა და მის დაშინებას ემსახურება. მისივე თმით, მანქანაში არსებული სხვა პირადი ნივთები, როგორიცაა სათვალეები და საათები ხელშეუხებელი იყო. იგი მომხდარს საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.