„პუბლიკას“ დირექტორი სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა
„პუბლიკას“ დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. იგი მიმდინარე წლის 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
პუბლიკას ინფორმაციით, მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია:
„ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“.
ზურა ვარდიაშვილი ბრალდებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ოქმში მოყვანილი ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
ზურა ვარდიაშვილის ინტერესებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” -საია იცავს.
2 მარტს აქციაზე ” არა რუსულ კანონს” იმავე ბრალდებით დააკავეს „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. მის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.
ზურა ვარდიაშვილის კომენტარი 2 მარტს გათავისუფლების შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ფოტო: პუბლიკა