ნიკა გვარამიას CPJ პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს
4 ჟურნალისტს შორის, რომლებსაც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი – CPJ პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს, მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიაცაა – ინფორმაციას CPJ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

გვარამიას შესახებ გვერდზე ვკითხულობთ:
“გვარამია არის 2019 წელს დაარსებული დამოუკიდებელი მაუწყებლის მთავარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი. გვარამია, ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე სამთავრობო თანამდებობა ეკავა და ის ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იურიდიულ გუნდში მუშაობდა. როგორც ტელეწამყვანი, გვარამია ცნობილი იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ მწვავე კრიტიკით. მისი გადაცემა ხშირად ასახავდა გამოძიებას, რომელიც ამხელდა ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას და ძალადობას, აშუქებდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ მიკერძოებას.”
დაჯილდოება 2023 წლის 16 ნოემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. 2023 წელს ჯილდო ასევე გადაეცემათ, შაჰინა კკ – ინდოეთი, მარია ტერეზა მონტანო -მექსიკა და ფერდინანდ აიტი ტოგო.