ნაზი შამანაური -#მედიადანდობა
1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში “ვაჟაობის” დღესასწაულზე ნაზი შამანური სცენაზე ავიდა და დუშეთის რაიონის თანამდებობის პირები კორუფციასა და უსამართლობაში ამხილა. კომუნისტურმა რეჟიმმა ის ამის გამო დააკავა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დედასთან ერთად გამოკეტა. ნაზი შამანაურმა იქ 70 დღე იშიმშილა და 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. ნაზი შამანაურის შესახებ ისტორიას მისი კოლეგა ბელა წვერაძე გვიყვება.
მასალა მომზადებულია ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში “მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად”, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.