მშვიდობის და ერთობის დღე საქართველოში – 9 მაისს ევროკავშირი ევროპის დღეს აღნიშნავს

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ – თარიღს, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 6 მაისს გამართა. სახალხო დღესასწაულს, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა 10 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიურ აქტივობებში ჩართულიყვნენ, დისკუსიებში მიეღოთ მონაწილეობა და ერთმანეთისთვის ევროპული გამოცდილება და შესაძლებლობები გაეზიარებინათ.

გადაცემა სათვალე – 244 – https://bit.ly/3W1wknT

Leave a Comment