მოზარედბის კიბერ უსაფრთხოება

რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ მოზარდები სოციალური მედიის აპლიკაციებთან და საიტებთან დაკავშირებული რისკებისაგან, გაეცანით მორიგ ვიდეოს ონლაინ სივრცეში მოზარდების უსაფრთხოების შესახებ.

აღნიშნული ტუტორიალი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-ტუტორიალები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.

საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.