მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება

CRC წარმოგიდგენთ რიგით მესამე ვიდეო-ტუტორიალს მობილური მოწყობილობების საფრთხეებისა და მათგან თადაცვის გზების შესახებ.

აღნიშნული ტუტორიალი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (#CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (#BTU) თანამშრომლობით დაიწყო.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-ტუტორიალები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი-ის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.

საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში, რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

Leave a Comment