მიწოდების ჯაჭვის კიბერუსაფრთხოება
რა არის მიწოდების ჯაჭვი და როგორ ხდება მასზე ჰაკერული შეტევამოისმინეთ ჩვენს რიგით მერვე ვიდეორგოლში მიწოდების ჯაჭვის კიბერუსაფრთხოების შესახებ
აღნიშნული ვიდეორგოლი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (#CRC), BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-თან თანამშრომლობით დაიწყო.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა. ვიდეო-ტუტორიალები ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი-ის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება.
საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.