ლევან ბიძინაშვილი – #მედიადანდობა

“სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს – ისტორია კახელ ბიზნესმენზე ლევან ბიძინაშვილზეა, რომელიც 8-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. მას პროკურატურა პისტოლეტის უკანონოდ შეძენას და ტარებას ედავებოდა. მის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე “რადიო თავისუფლებამ” ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. გამოძიებაში დეტალურად იყო აღწერილი გამოძიების მიმდინარეობისას არსებული დარღვევები.

მასალა მომზადებულია ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში “მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად”, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

Leave a Comment