ინფორმაცია, რომ თბილისის წყალში შხამქიმიკატებია გარეული და სასმელად უვარგისია რეალობას არ შეესაბამება

ინფორმაცია, რომ თბილისის წყალში შხამქიმიკატებია გარეული და სასმელად უვარგისია რეალობას არ შეესაბამება – სოციალურ ქსელში გვარცელებული პოსტების საპასუხოდ JRC წყალმომარაგების კომპანიას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს დუაკავშირდა, მათი განცხადებით ეს ინფორმაცია ყალბია და მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება .

დეზინფორმაციის საპასუხოდ მათ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელეს:

“ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკვაშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას. კომპანია ადასტურებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს ჯივიპის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.” – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.