თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2 200 ლარით დააჯარიმა. იმავე მოსამართლემ გუშინ, 18 აპრილს 2 200 ლარით დააჯარიმა პუბლიკას დირექტორი ზურა ვარდიაშვილი. ორივე მათგანი პოლიციამ 2 მარტს აქციაზე ” არა რუსულ კანონს” დააკავა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ბექა ჯიქურაშვილის სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ “იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ”, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში. თუმცა ტაბულას ინფორმაციით, ” ვიდეოკადრებში, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს აჩვენა, ჩანს, რომ ჯიქურაშვილის დაკავებისას გზა უკვე გადაკეტილი იყო. ასევე, ის არ დგას ახლოს სხვა დაკავებულებთან.”