შესაძლებლობა ქალი რეპორტიორებისთვის , მათ შორის სტუდენტებისთვის
საქართველოში მცხოვრებ ქალ ჟურნალისტებს, მათ შორის სტუდენტ ჟურნალისტებს 2023 წლის რეპორტიორ ქალთა აკადემია იწვევს.
2023 წლის პროგრამა ეთმობა კონფლიქტების გაშუქებას კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში ივნისში უკვე მესამედ იწყება.
როგორ გავაშუქოთ ომის და პოსტკონფლიქტური სიტუაციები, მიგრაცია და გარემოსდაცვითი საკითხები – ამ და სხვა საკითხებზე ვებინარს საერთაშორისო ექსპერტები და ცნობილი ჟურნალისტები გაუძღვებიან.
სამუშო გეგმა ასეთია:
- ონლაინ კონფერენცია: ქალთა ჟურნალისტიკა ომისა და კონფლიქტების დროს
- სემინარი სამცხე-ჯავახეთში: მულტიეთნიკურობა და მიგრაცია საქართველოში – 1–2 ივლისი -ბორჯომი;
- სემინარი იმერეთის რეგიონში: ომი და მიგრაცია 8–9 ივლისი – საირმე;
- სემინარი სამეგრელოს რეგიონში: იძულებით გადაადგილებისა და ქალთა უფლებების შესახებ 15–16 ივლისი – ანაკლია.
- ბათუმის კონფერენცია – 2023 წლის 4–6 სექტემბერი.
კონკურსის ყველაზე აქტიური მონაწილეები გერმანიაში გაემგზავრებიან.
განაცხადების წარსადგენად უნდა შეავსოთ ონლაინ საარეგისტრაციოფორმა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 10 ივნისი.
სარეგისტრაციო ფორმა : https://shorturl.at/uyAHX