“ეს არის ძარცვის იმიტაცია” – ნოდარ მელაძის თქმით, მანქანიდან მეხსიერების ბარათი მოჰპარეს

“წაიღეს სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი. რაც მანქანაში იდო საათები, სათვალეები პირადი ნივთები ხელუხლებელია””-TV პირველის ჟურნალისტის ნოდარ მელაძის თმით, მანქანიდან სამსახურებრივი მყარი მეხსიერების დისკი მოჰპარეს.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ აღნიშნული ძარცვის იმიტაციაა და მის დაშინებას ემსახურება. მისივე თმით მანქანაში არსებული სხვა პირადი ნივთები, როგორიცაა სათვალეები და საათები ხელშეუხებელია და მანქანიდან მხოლოდ მეხსიერების ბარათია წაღებული.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა მედია ომბუდსმენმა. ორგანიზაციის შეფასებით,ნოდარ მელაძის ჟურნალისტურ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობები დანაშაულის ნიშნებს ატარებს” .

ჩვენი რედაქცია მომხდარის შესახებ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათგან საპასუხო ინფორმაციის მირებისთანავე მასალა განახლდება.

განახლება: შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია 177 მუხლით [ ქურდობის] დამატებით კითხვებზე უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.