„ევროპის გუნდი“ საქართველოში განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს
“ევროპის გუნდი“, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიაზე ევროკავშირის ერთობლივი რეაგირების ინსტრუმენტი, გარდაიქმნა ინიციატივების სერიად, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას და მიმართვას პარტნიორ ქვეყნებში ტრანსფორმაციული გავლენის უზრუნველსაყოფად.
2023 წელს „ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი ინიციატივის განხორციელებას იწყებს:
ერთი- “დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება”, რომლის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
დას მეორე – “მწვანე და ჯანსაღი”, რომლის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების „გამწვანება“ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის უკეთესი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
ინიციატივის პრეზენტაცია არაგვში შედგა, ადგილობრივი ფესტივალის მსვლელობისას, რომელსაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მასპინძლობდნენ.