ტრენინგი მედიის წარმომადგენელთათვის უსაფრთხოების უნარების გასაზრდელად – „ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“ განაცხადების მიღებას იწყებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4 Independent Media [„ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“] იწყებს განაცხადების მიღებას დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების ჟურნალისტებისათვის სპეციალურ კურსზე, რომელიც მედიის წარმომადგენელთათვის უსაფრთხოების უნარების გაზრდას ისახავს მიზნად.

ევროკავშირის ეს ტრენინგი უზრუნველყოფს ჟურნალისტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და ტაქტიკებით, რათა მათ საპროტესტო აქციებისა და არეულობების გაშუქებისას რისკის შემცირებაში დაეხმაროს. ასევე, ჰქონდეთ მაღალი რისკის შემცველ გარემოში მუშაობისას ციფრული უსაფრთხოების მართვის უნარები.

ხანგრძლივობა: 2 დღე

თარიღები: 11-12 სექტემბერი (კურსი 1), 13-14 სექტემბერი (კურსი 2)

მდებარეობა: ფრონტლაინ კლუბი, თბილისი

დრო: დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ორივე დღე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ ხელმისაწვდომი კურსის სრული პერიოდის განმავლობაში.

ფორმატი: სემინარი იყენებს ვირტუალური რეალობის და პრაქტიკულ სცენარებზე დაფუძნებულ მომზადებას.

რას ისწავლით:

● როგორ მოემზადოთ საპროტესტო აქციებისა და არეულობების გასაშუქებლად;

● პირველადი დახმარება და დაზიანებების არსებობის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციამდელი დახმარების გაწევა;

● როგორ მართოთ სტრესი მაღალრისკიან გარემოში მუშაობისას;

● ცვალებადი და განვითარებადი საფრთხის გარემოში ზეწოლის ქვეშ უკეთესი გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები;

● სტრატეგიების იდენტიფიცირება თქვენი და თქვენი გუნდის მხარდასაჭერად, სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესის მართვაში;

● ციფრული დაუცველობის და საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირება, ციფრული მოწყობილობების დასაცავად;

● როგორ მართოთ თქვენი შრომითი პროცესები საკუთარი თავის, თქვენი კოლეგებისა და თქვენი წყაროების დასაცავად;

● როგორ შევქმნათ ონლაინ შევიწროების საწინააღმდეგო ხელსაწყოთა ნაკრები.

ადგილები შეზღუდულია და შერჩევა განხორციელდება კონკურსის საფუძველზე. განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ აქ

განაცხადები მიიღება 21 აგვისტოს ჩათვლით 17:00 საათამდე.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@jrc.ge