დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში: იდენტიფიკაცია და კონტროლის პრევენციული მექანიზმები
გაინტერესებთ რა განსხვავებაა დეზინფორმაციას, მავნე ინფორმაციასა და არასწორ ინფორმაციას შორის და გსურთ მეტი გაიგოთ მათგან თავდაცვის გზების შესახებ? წარმოგიდგენთ მორიგ ვიდეოს ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის შესახებ.
აღნიშნული ტუტორიალი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (#CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა. ვიდეო-ტუტორიალები ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი-ის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება.
საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის – „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.