დაფნი კარუანა გალიზია -#მედიადანდობა
ჟურნალისტი, დაფნი კარუანა გალიზია, რომელიც მალტაში კორუფციასთან დაკავშირებით პანამის დოკუმენტების გამოძიებას ხელმძღვანელობდა 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ სახლთან ახლოს,მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებით მოკლეს.
რა და როგორ შეიცვალა მალტაში დაფნის მკვლელობის შემდეგ ამის შესახებ მისი შვილი პოლ გალიზია გვიყვება, რომელმაც ჟურნალისტობა დედის მკვლელობის შემდეგ გადაწყვიტა.
მასალა მომზადებულია ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში “მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად”, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.