გაყალბებული ვიდეო გია ხუხაშვილზე სოციალური ქსელიდან
სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ახალკაციშვილი თავის გვერდზე გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებს.
კერძოდ, მას მთავარი არხის ეთერში გასული გადაცემიდან მცირე ფრაგმენტი აქვს აღებული, სადაც გია ხუხაშვილი საუბრობს.
გავრცელებული ვიდეოთი გიორგი ახალკაციშვილი ამტკიცებს, რომ ხუხაშვილის ფონზე ტელევიზორის ანარეკლში გეი წყვილის სცენა ჩანს. ამის საილუსტრაციოდ მას ეკრანის მიმართულებით ისრები აქვს მინიშნებული და ლგბტქი დროშა.
რეალურად ვიდეო, მთავარი არხის ერთ-ერთი გადაცემიდან “დღის სტუმარი” არის ამოჭრილი.მთავარი არხის საიტის მიხედვით, გადაცემა ეთერში 2021 წლის 19 ოქტომბერს გავიდა და თემა მიხელ სააკაშვილის პატიმრობა და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია.
ახალკაციშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში გია ხუხაშვილი ამბობს შემდეგ წინადადებას:
” მაღალი ალბათობით თუ დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღეს მიშა სააკაშვილსაც ამა თუ იმ ფორმით შეეცდებიან, რომ მოიშორონ საქართველოდან, იმიტომ, რომ მიშა ციხეში იქნება თუ გარეთ იქნება, მათთვის არის თავის ტკივილი”.
მთავარი არხის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, იმ მომენტში, სადაც ხუხაშვილი ამავე წინადადებას ამბობს უკანა ფონზე მსგავსი სცენა საერთოდ არ ჩანს.