ბახმუტთან ახლოს ფრანგი ჟურნალისტი სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა
32 წლის ფრანგი ჟურნალისტი უკრაინაში ბახმუტთან ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ფრანგული გამოცემის Agence France-Presse-ის რეპორტიორი იყო. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი ჩასივ იარის მიდამოებში, რუსეთის მიერ გრადის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ჟურნალისტის გარდაცვალებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. “ვიზიარებთ მისი ახლობლებისა და მისი კოლეგების ტკივილს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

CNN-ის ცნობით, იგი AFP-ის გუნდიდან ერთ-ერთი პირველი იყო ვინც თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაემგზავრა, ხოლო სექტემბრიდან იქ ცხოვრობდა.