Thomson Reuters: ჟურნალისტიკა ვაქცინაციის სფეროში – ვადა 22.11.2020

გეოგრაფია – სომხეთი, საქართველო, მოლდოვა და აზერბაიჯანი.

Thomson Reuters-ის ფონდი საბინის სახელობის ვაქცინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით იღებს განაცხადებს 8 დღიან ტრენინგზე თემაზე: „იმუნიზაციის და ვაქცინაციის თემების გაშუქება“. კურსი გაიმართება პარალელურ რეჟიმში ინგლისურსა და რუსულ ენებზე, 15 კაციანი ჯგუფებისათვის. პროგრამა დაფარავს იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებულ ფართო სპექტრს: ვაქცინის როლი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი გამოწვევები. ; მედიის როლი საზოგადეობის ინფორმირების კუთხით.

მოწვეული არიან პირები, რომელთაც აინტერესებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებით, მედიცინით და იმუნიზაციით. მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება და ინგლისური ან რუსული ენის ფლობის მაღალი დონე (შესაბამისი ჯგუფის მიხედვით).

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 22 ნოემბერი 2020 წ.