Thomson Foundation-ის კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის – ბოლო ვადა 16.08.2019

გეოგრაფია – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა

უცხოური პრესის ლონდონის ასოციაციის კონკურსის ფარგლებში Thomson Foundation აფინანსებს კატეგორიას „ახალგაზრდა ჟურნალისტები განვითარებადი ქვეყნებიდან“ (FPA, https://www.fpalondon.net). სამი ფინალისტი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გაემგზავრება ლონდონში დაჯილდოვების ცერემონიაზე. ღონისძიება გაიმართება ნოემბერში. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლამდე ჟურნალისტებს განვითარებადი ქვეყნებიდან.

მონაწილეებმა უნდა წარადგინონ სამი მასალისგან შემდგარი პორტფოლიო (ნამუშევრები შეიძლება იყოს ბეჭდური, აუდიო-ვიზუალური. მულტიმედიური. მასალები უნდა იყოს გამოქვეყნებული 2018 წლის 16 აგვისტოს შემდეგ ). მიიღება ნამუშევრები ყველა ენაზე, თუმცა არაინგლისურენოვან ნამუშევრებს უნდა ახლდეს სუბტიტრები ინგლისურად.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 16 აგვისტო 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.