Thomson Foundation-ის კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის – ვადა 14.08.2020

გეოგრაფია – ქვეყნებში, რომლებშიც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 20 000 დოლარზე ნაკლებია.

Thomson Foundation ლონდონის უცხოური პრესის ასოციაციასთან ერთად (FPA) ორგანიზებას უწევს კონკურსს – Young Journalist Award.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლამდე ჟურნალისტებს განვითარებადი ქვეყნებიდან.

განვლილ წლებში სამი ფინალისტი დაჯილდოების ცერემონიალზე ლონდონში ნოემბერში მიემგზავრებოდა, თუმცა თუკი ამ დროისთვის შეზღუდვები მოხსნილი არ იქნება, გამარჯვებულები სხვა ფორმით დაჯილდოვდებიან.

მონაწილეებმა უნდა წარადგინონ პორტფოლიო, რომელიც შეიცავს უკვე გამოქვეყნებულ სამ მასალას: ბეჭდური, აუდიო, ვიდეო კონტენტი, გამოქვეყნებული 2019 წლის 14 აგვისტოს შემდეგ.

მიიღება ნამუშევრები შესრულებული ნებისმიერ ენაზე, თუმცა არაინგლისურენოვან მასალას უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 14 აგვისტო 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp