Rockefeller Bellagio Residency პროგრამა – ბოლო ვადა – 15.11.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

როკფელერის ფონდი იწვევს მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ თემებზე: ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები, ცხოვრება ქალაქებში, სურსათი, სოფლის მეურნეობა, სუფთა ენერგია, ქველმოქმედება და ინოვაციები განვითარების მიზნით.

Bellagio Residency-ის პროგრამა, ყველა მონაწილეს სთავაზობს გაიფართოვოს პროფესიული წრე და შეიტანოს საკუთარი წვლილი გლობალური პრობლემების მოგვარებაში.

როგორც წესი, პროგრამა გრძელდება 4 კვირა, თუმცა პრეტენდენტებს შეუძლიათ განაცხადები უფრო ხანმოკლე პროგრამებზე შეიტანონ.

პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრებლის და კვების ხარჯების დაფარვას, ავია ბილეთები მონაწილეებმა თავად უნდა დაიფინანსონ. თუმცა ფონდს ასევე გააჩნია შეზღუდული ოდენობის სტიპენდიები გზის ხარჯების დასაფარადაც.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადის მიღების ვადა: 15 ნოემბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.