ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას Global news-ის ჟურნალისტის სახელით?

2022 წლის 24 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჯორდანო ბრუნომ სქრინი ამ აღწერით გაავრცელა:  “მებაღეობა, კონსერვირება და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის სხვა ნიშნები კონტროლქვეშ მოექცევა. ანუ საკვების არც თესვა, არც შენახვა არაა დაშვებული გლობალისტების მიერ. იძინე, ბედნიერო ერო!!!” ნათქვამის გასამყარებლად ის სტატიას იშველიებს, რომელიც ფოტოს მიხედვით, Global news -ის გვერდზე 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, მისი ავტორი კი ამავე სქრინის მიხედვით, რეიჩელ გილმორია.  სინამდვილეში Global […]

დატოვა თუ არა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა თანამდებობა?

” ჩვენ არ ვიცით აქ რას ვიცავთ, ზელენსკიც აღარ არის აქ [კიევში], რატომ ხოცავთ ხალხს – რუსული პროპაგანდისტული მედია- საშუალებებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მტკიცებით, ციტატა უკრაინაში საფრანგეთის ელჩს ეტიენ დე პონსენის ეკუთვნის. დატოვა თუ არა თანამდებობა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა?  მტკიცება, რომ ელჩმა თანამდებობა დატოვა ქართულ სოციალურ ქსელებში 22 ოქტომებრს გამოჩნდა, რუსულ მედია სივრცეში კი ეს დეზინფორმაცია 19 ოქტომბრიდან გვხვდება.  […]

ემუქრება თუ არა 3 წლიანი პატიმრობა შვეიცარიის მოსახლეობას სახლის გათბობისთვის? 

ემუქრება თუ არა 3 წლიანი პატიმრობა შვეიცარიის მოსახლეობას სახლის გათბობისთვის?  “შვეიცარიის მაცხოვრებლებს, რომლებიც ამ ზამთარში დაარღვევენ სამთავრობო დირექტივებს ქვეყანაში გაზის დეფიციტიდან გამომდინარე სახლების გათბობით 19 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, ჯარიმა და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.” – ეს დეზინფორმაციული პოსტი ქართულ სოციალურ სივრცეში 7 სექტემბერს გამოჩნდა. პოსტი სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჯორდანო ბრუნომ  გაავრცელა.  მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული მასალები აქტიურად ვრცელდებოდა უცხოური მედიასაშუალებებით. […]

კადრი ფილმიდან თუ ჰოლანდიელი ფერმერების პროტესტი? 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელი ფერმერები მთავრობის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. ამის საილუსტრაციოდ კი ქსელში ეს ფოტო ვრცელდება.  ასახავს თუ არა ფოტო 2022 წელს და ჰოლანდიელი ფერმერების პროტესტს? არა, რეალურად ფოტო 2013 წელს გადაღებული ფილმიდან ” გაუმარჯოს გლეხურ სიყვარულს” აღებული.  ფოტო გვხვდება imdb საიტზე ფილმის ფოტო-გალერიის დათვალიერებისას, კადრი ჩანს ფილმის ტრეილერშიც თაიმკოდით [1:29 – 1:33].  აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიაში ფერმერები […]

შლის თუ არა ლიეტუვა კალინგრადისკენ მიმავალ სარკინიგზო გზას? 

“ლიტვაში კალინგრადისკენ მიმავალი სარკინიგზო ლიანდაგების დემონტაჟი დაიწყო” – ამ სათაურით რუსულ მედიაში ინფორმაცია 2022 წლის 3 ივლისს გავრცელდა. მასალაში ნათქვამია, რომ ლიეტუვამ იმ სარკინიგზო ხაზების დემონტაჟი გადაწყვიტა, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს კალინინგრადთან აკავშირებდა. რუსული მედია თავისი ნათქვამის გასამყარებლად ამ ციტატასაც იშველიებს, რომელიც გამოცემის მტკიცებით ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრს ეკუთვნის.  „რკინიგზის ლიანდაგის მოვლა ხარჯებს მოითხოვს, მით უმეტეს, ყველა ეს ხაზი ელექტროფიცირებულია. თავად […]

გამოაქვეყნა თუ არა “უკრაინელების ვანდალიზმის შესახებ პოსტი კრაკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურმა? 

“კრაკოვი უჩივის ვანდალებს უკრაინიდან” – ამ აღწერით სოციალურ ქსელში 2022 წლის ივნისის დასაწყისში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამის საილუსტრაციოდ, ქვემოთ მოყვანილ სქრინშოთს ავრცელებდნენ. ფოტოზე კი წერია შემდეგი :  „ჩვენს ქალაქში უკრაინიდან ვანდალები გამოჩნდნენ, რომლებიც ავტობუსებსა და ტრამვაებს ხატავდნენ, კრაკოვის მაცხოვრებლები ვითხოვთ იზრუნოთ ჩვენს ქალაქზე და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ქონების დაზიანების შესახებ…მეტი”  ფოტოზე პოსტის დანარჩენი ნაწილი უხილავია – ამაზე  სამი […]

რატომ ანადგურებს ნიუ-იორკის მერია მოტოციკლეტებს და რა მანიპულაცია ვრცელდება ამ საკითხზე? 

მანიპულაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ხელისუფლება მოტოციკლებს მთელ ქალაქში ანადგურებს, რათა “ბაიკერების წინააღმდეგობის მოძრაობა ჩაახშოს.”  ამის საილუსტრაციოდ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ 23 ივნისს ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ნიურკის მერიის აღნიშვნასაც ვხედავთ.  ფოტოს მან ეს აღწერა დაურთო:  “ნიუ-იორკის ხელისუფლება ანადგურებს მოტოციკლებს მთელ ქალაქში. დღეს განადგურდა 100-მდე მოტოციკლი. მერმა ერიკ ადამსმა თქვა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, რათა „საბოლოოდ მოაცილოს საფრთხის შემცველი […]

არის თუ არა ომეგა 3-ის მიღება საშიში ადამიანისთვის ? 

20 ივნისს Facebook მომხმარებელმა Fantina Georgian ვიდეო გაავრცელა, რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს, ომეგა 3 ადამიანის ორგანიზმისთვის  საფრთხის შემცველია.  რა ჩანს ვიდეოში?  მამაკაცი ომეგა 3-ის კაფსულებიდან სითხეს პლასტმასის ქაფზე ასხამს, დროთა განმავლობაში კი ვიდეოში გვაჩვენებს თუ რა ემართება პლასტმასის ქაფს. ვიდეოს მიხედვით, პლასტმასის ქაფს დროის გასვლასთან ერთად ჩაღრმავებები უჩნდება, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.  ვიდეოში კონკრეტულ ბრენდის ომეგა 3-ის კაფსულები ჩანს, […]

რას ნიშნავს EU2020-ის ლოგო და ვინ მანიპულირებს თემით?

2022 წლის 21 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ ფოტო გაავრცელა, სადაც ანგელა მერკელის ფოტოთი და EU2020-ის ლოგოთი მანიპულირებს. პოსტის მიხედვით, ლოგო “ორმაგსქესიანი სატანის ქანდაკებიდანაა აღებული და მისი გამოყენებით “გერმანია სატანისტური მსოფლიო რელიგიისკენ მიილტვის .  “ახლა გასაგებია, თუ რატომ გვაიძულებენ სატანისტები გენდერულ დღის წესრიგს. ესაა მათი ორმაგსქესიანი სატანა, რომელსაც ასე ეთაყვანებიან და ასევე საზოგადოების დემორალიზების, დაშლის, ერთი სატანისტური მსოფლიო რელიგიისკენ […]

დაიკავეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაეროს ოფისში კრამატორსკში? 

“უკრაინელმა ჯარებმა კრამატორსკში გაეროს ოფისი დაიკავეს” – ამ სახელწოდებით რუსულ მედიაში ნიუსი ივნისის დასაწყისში გავრცელდა.  მედიის ინფორმაციის გავრცელებისას ე.წ დონეცკის სახალო რესპუბლიკის  თავდაცვის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობოდა. “უკრაინელმა ბოევიკებმა მიითვისეს გაეროს ოფისი კრამატორსკში. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაკარგეს ოფისი და სამი ოფიციალური მანქანა დიპლომატიური ნომრით”, – ნათქვამია სტატიაში. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტიკის რესურსცენტრი უკრაინაში გაეროს წარმომადგენელს დაუკავშირდა.  ჩვენი კითხვების საპასუხოდ გაეროს […]