Global news-ის ჟურნალისტის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება 

2022 წლის 24 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჯორდანო ბრუნომ სქრინი ამ აღწერით გაავრცელა:  “მებაღეობა, კონსერვირება და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის სხვა ნიშნები კონტროლქვეშ მოექცევა. ანუ საკვების არც თესვა, არც შენახვა არაა დაშვებული გლობალისტების მიერ. იძინე, ბედნიერო ერო!!!” ნათქვამის გასამყარებლად ის სტატიას იშველიებს, რომელიც ფოტოს მიხედვით, Global news -ის გვერდზე 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, მისი ავტორი კი ამავე სქრინის მიხედვით, რეიჩელ გილმორია.  სინამდვილეში Global […]

რა კარიკატურას ავრცელებს რეალურად El Jueves და ვინ მანიპულირებს თემით?

2022 წლის 23 სექტემბერს სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ლია დვალაძემ ეს ფოტო ამ აღწერით გაავრცელა.  “მაჩოს გაჩერება არ შეიძლება!” ესპანურმა El Jueves-მა დახატა პუტინის მიმართვის ყურება დასავლელი ლიდერების მიერ, რაც ასახავს ისეთ დეტალებსაც კი, როგორიცაა ბაიდენის საფენი, ზელენსკის სახვევი და წარწერა OTAN (NATO), როგორც კოლექტიური ძალისხმევა.” ფეისბუქ მომხმარებლის მტკიცებით, ფოტო ესპანური სატირული გამოცემის El Jueves -ის 2 366 ნომრის გარეკანია. გარეკანზე […]

დააჯარიმებენ თუ არა მოქალაქეებს ლიეტუვაში 9 მაისს ძეგლზე ყვავილების დადების გამო და რას არეგულირებს კანონი?

“არ არსებობს კანონი, რომელიც ხალხს ძეგლებზე ყვავილების დადებას უკრძალავს” – ეს პასუხი ლიეტუვას სახელმწიფო კანცელარიიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, ლიეტუვაში მოქალაქეები 9 მაისს ძეგლზე ყვავილების დადების გამო დაჯარიმდებიან.  ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ  4 მაისს გაავრცელა. ინფორმაციის საილუსტრაციოდ მას თითქოს პოლიციის განცხადებაც მოჰყავს.  «ყვავილების განთავსება იმ ადგილებში, სადაც საბჭოთა ძეგლების ახლა დემონტაჟია, განიხილება, როგორც […]

ქართული ცეკვა მგზავრებისთვის არა რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” არამედ უკრაინული Fly UIA -ს რეისზე შესრულდა 2021 წელს 

ინფორმაცია, რომ „აზიმუტის“ მოსკოვი-თბილისის რეისზე მგზავრებისთვის ქართული ცეკვა შესრულდა რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში ვიდეო უკრაინული ავიახაზების ბორტზეა – Fly UIA 2021 წლის 29 არტსაა გადაღებული.  ცეკვის ვიდეო თავად ავიაკომპანიას აქვს გამოქვეყნებული და მის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ცეკვით ავიაკომპანიამ სიურპრიზი მოუწყო სუხიშვილებს, რომლებმაც უკრაინელი აუდიტორიისთვის იცეკვეს.  აღსანიშნავია ისიც, რომ  გავრცელებულ ვიდეოში, ყველა მგზავრს მათ შორის ბორტგამცილებლებს პირბადეები უკეთიათ, რაც კოვიდპანდემიის გამო […]

ეკომეგობრული გადაწყვეტილება თუ საწვავის უკმარისობა-რატომ და რა ტიპის ფრენებს კრძალავს საფრანგეთი? 

ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ფრანგმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს აკრძალონ მოკლე მანძილის შიდა ფრენები, სადაც მატარებლის ალტერნატივა არსებობს. კერძოდ, 2023 წლის 23 მაისს საფრანგეთში ოფიციალურად ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს ავია მგზავრობას ქალაქებს შორის, რომელთა დაკავშირება მატარებლით 2-საათნახევრიანი მგზავრობითაა შესაძლებელი.  კანონის ამოქმედების პარალელურად, სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს კანონი საფრანგეთში არსებული საწვავის კრიზისით არის განპირობებული და არა ეკოლოგიაზე ზრუნვით.  რეალურად, ინფორმაცია, რომ […]

კომერციული რეკლამა თუ ფილმი აპოკალიფსზე? 

სოციალურ ქსელში პროგრამულად დამონტაჟებული ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება, რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს 5 G-ის გავრცელებით მსოფლიოში აპოკალიფსი იწყება.  კერძოდ,სოციალურ ქსელში გავრცელებული  დაახლოებით 6 წუთიანი ვიდეო 2 დამოუკიდებელ მასალას აერთიანებს. იგი ჯერ  T-Mobile-ის რეკლამით იწყება, შემდეგ კი ფილმის “Cell” კადრებით გრძელდება.  სოციალურ ქსელში პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო ფილმიდანაა სახელწოდებით -”Cell”.  რა ჩანს T-Mobile-ის რეკლამაში?  რეკლამის სცენარი ასეთია, ვიდეოში 2 […]

რატომ ირთვება ევროპის ქვეყნებში სირენები და ვინ ავრცელებს მანიპულაციას ამ თემაზე? 

სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ევროპა ომისათვის ემზადება და ამ მიზნით განგაშის სირენებს ამოწმებს. მაგალითად, მსგავსი მანიპულაციაა 10 ოქტომბერს გაავრცელა Facebook გვერდმა – “ეროვნული სულისკვეთება”.  რატომ რთავენ განგაშის სირენებს ევროპის ქვეყნებში – 4 მაგალითი  ნიდერლანდები  ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო გამაფრთხილებელი სირენები მთელს ქვეყანაში ყოველი თვის პირველ ორშაბათს 12:00 საათზე ირთვება. სირენები 1 წუთსა და […]

ჰყავს თუ არა მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს საკუთარი პოლიცია

2023 წლის 1 ოქტომბერს სოციალური ქსელის მომხმარებელი Gia Gia Gia სოციალურ ქსელში ამ ფოტოებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს საკუთარი პოლიცია ჰყავს. რეალურად, მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აი რატომ.  რას არის და რას საქმიანობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი? მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საჯარო და კერძო თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის 1971 წელს დაარსდა, როგორც არაკომერციული ფონდი. […]

ირაკლი ზაქარეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას ყალბი თარგმანით ავრცელებს

ირაკლი ზაქარეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას ყალბი თარგმანით ავრცელებს. რას [არ] ამბობს ბაიდენი? შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა 2023 წლის 18 ოქტომბერს თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ გამოსვლაში აღნიშნა შემდეგი: თარგმანი:  “ისრაელის სახელმწიფო დაიბადა იმისთვის, რომ უსაფრთხო ადგილი ყოფილიყო ებრაელი ხალხისთვის. ამიტომაც დაიბადა. მე დიდი ხანია ვამბობდი: ისრაელი რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება მოგვიწევდა.”  ორიგინალი:  “The State […]

რა მიზეზით აქცია ზურგი დამსწრეთა ნაწილმა აშშ-ს წარმომადგენელს და ვინ მანიპულირებს ვიდეოთი?

2022 წლის 19 ოქტომბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა შემდეგი აღწერით: “გაეროს საბჭოში გამოსვლისას აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა მსმენელთა სახეები ვერ დაინახა, რადგან დამსწრეთა უმეტესობამ მას ზურგი აქცია. მიზეზი აშშ-ის მიერ ისრაელის ღია მხარდაჭერაა ღაზას სექტორში [ისრაელის] გენოციდური პოლიტიკის მიმართ”. მსგავსი შინაარსით აღნიშნული ვიდეო გაავრცელა ქართველმა მომხმარებელმაც. რა მიზეზით აქცია ზურგი დამსწრეთა ნაწილმა აშშ-ს წარმომადგენელს? ვიდეო ჟენევაში 2023 წლის 18 ოქტომბერს […]