Open Notebook-ის და Burroughs Welcome ფონდის სტიპენდია სამეცნიერო ჟურნალისტებისათვის – ვადა 25.10.2020

გეოგრაფია – მსოფლიო

Open Notebook და Burroughs Wellcome ფონდი, აცხადებენ 8 თვეზე გათვლილ პროგრამაში მონაწილე კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს. სტიპენდიის მოცულობა – 4 200 ამერიკული დოლარი. დისტანციური და არასრული დატვირთვის გათვლის მქონე  პროგრამაში ჩართვისთვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სამეცნიერო თემატიკაზე მომუშავე დამწყებ ავტორებს.

გათვლილია რომ სტიპენდიანტებმა ​კონსულტანტების დახმარებით მოამზადონ 6 სამეცნიერო სტატია Open Notebook-თვის. გარდა ამისა, ისინი გახდებიან სადისკუსიო ჯგუფის მონაწილეები, რომელიც აერთიანებს გასული პროგრამების მონაწილეებს და რედაქტორებს.  

კანდიდატებს არ უნდა ჰქონდეთ სამეცნიერო თემატიკის გაშუქების 2 წელზე მეტი გამოცდილება. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც. აუცილებელია ინგლისურის სრულყოფილი ფლობა.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 25 ოქტომბერი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp