Open Media Hub-ის ექსპერტი ჯილ თრენელი TOK TV-ს სტუმრობს

CBS News-ის ყოფილი პროდუსერი და რედაქტრი, France 2-ის მთავარი რედაქტორის ყოფილი მოადგილე, საფრანგეთის ტელევიზიის (France Television) პროექტების ხელმძღვანელი ჯილ თრენელი, Open Media Hub-ის მხარდაჭერით, Tok TV-ს სტუმრობს. ექსპერტი Tok TV-ს გუნდს რესურსების დივერსიფიკაციისა და ბიზნესის დაგეგმარების შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. სამდღიანი სესიის პირველ დღეს Tok TV-ს დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა ჯილ თრენელს ორგანიზაციის მიღწევები, პრიორიტეტები, გეგმები და სტრატეგია გააცნო. მენტორინგ სესიის ფარგლებში, არხის პრიორიტეტების მიხედვით, მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლევბულ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასა და მათი საჭიროებების გაჟღერებას ისახავს მიზნად.

27 ივნისს, ჯილ თრენერი Tok TV-ს გუნდთან ერთად, სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება.

Tok TV საქართველოში ერთადერთ რუსულენოვან არხს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობს. ტელევიზიის მიზანია, რეგიონში, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეთნიკური სომეხია, დაახლოებით 80%-მა კი ქართული ენა არ იცის, კონკურენცია გაუწიოს რუსეთის არხებს და ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიღებისა და გართობის ალტერნატიულ საშუალებად იქცეს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp